პროფესიული საქმიანობის კვლევა

                          პროფესიული საქმიანობის  კვლევა
                                     
                                   თვითშეფასება
        V 2  კლასის   ბავშვები  შესაბამის ცოდნას ფლობდნენ  მათემატიკაში,  მაგრამ   შევამჩნიე დაბრკოლება  განტოლების უცნობი კომპონენტის პოვნის დროს.  ამ პრობლემის  გადასაჭრელად  მოვიშველიე  უზნაძის თეორია  და   გადავწყვიტე   გაკვეთილის   მსვლელობის  დროს  როლური თამაშის გამოყენება . 
         გავანაწილე როლები, რომელსაც სიამოვნებით გაეცვნენ  ბავშვები.  ახალი წელი ახლოვდებოდა,  ამიტომ  როლები გავამდიდრე  საშობაო განწყობით,  პრეზენტაციით  და  მათთვის  საყვარელი  ზღაპრის    პერსონაჟებით.  ბავშვები დაინტერესნენ   და   ხალისით გაართვეს თავი.  სხვა კუთხით  შეხედეს არსებულ პრობლემას და  ისწავლეს  განტოლების უცნობი წევრის  პოვნის წესი.  
        სწავლა თამაშით იმდენად საინტერესო,  სახალისო,  დაუვიწყარი  და  შედეგიანი აღმოჩნდა, რომ  სწავლების ამ მეთოდს მომავალშიც გამოვიყენებ უფრო დახვეწილი სახით.  დავრწმუნდი,   თამაში ანვითარებს:
1.     სწავლის უნარს;
2.     განვლილი მასალის განმეორება-შეჯამებას;
3.     შემოქმედობითობასა და ფანტაზიას;
4.     სხვა  ბავშვებისა  და  ადამიანების  მიმართ   სიყვარულსა და  კეთილგანწყობას;
5.   იწვევს სიხარულსა და ემოციას.

გადავიღეთ ვიდეო,   რომელიც  განვათავსე  ჩემს ელექრტრონულ პორტფოლიოში http://lalidzamiashvili.blogspot.com/p/blog-page_35.html
გაკვეთილის   გეგმა   და   გასანაწილებელი როლები  თან ახლავს კვლევას.





გაკვეთილის გეგმა
(სწავლა თამაშით)

საგანი

მათემატიკა

გაკვეთილის  მთავარი თემა
განტოლების უცნობი კომპონენტის პოვნა

სწავლების საფეხური

V კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

 24 მოსწავლე

მასწავლებელი

 ლალი ძამიაშვილი

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეები შეძლებენ თამაშით  ისწავლონ განტოლების უცნობი კომპონენტის პოვნა
სასწავლო  აქტივობა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა                     (სწავლა თამაშით)



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა განტოლების უცნობი წევრის შესახებ,  გაანალიზოს ეს წევრი  რომელ  კომპონენტს წარმოადგენს,  დაუკავშიროს შესაბამისი  წესი  და  ამოხსნას  განტოლება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მათIV.7.(3)
პოულობს შეკრების, გამოკლების, გამრავლების, გაყოფის შემცველი ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობას.
მათ.V.6.(1)
ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის
შესაბამის ტოლობას,  უტოლობას ან განტოლებას (რომელშიც უცნობი არის ტოლობის ერთ მხარეს).


წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ  იცის ,, რა არის  განტოლება“  და   ,, რას ნიშნავს  ამოვხსნათ განტოლება“ .   მოქმედების ნიშნებზე დაკვირვებით  უცნობი   წევრი განტოლების რომელი კომპონენტია.
შეფასება  
  განმავითარებელი

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელო მათემატიკა გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია,
დაფა, ცარცი, პროექტორი, A4  ფორმატის ქაღალდი,
პრეზენტაცია ; 


გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხი (2 წთ);
გაკვეთილის  თემის გაცნობა  (3წთ);
წინარე ცოდნის გახსენება  განტოლების შესახებ  (7წთ);
როლების     გაცნობა,  შეთანხმება   და  განაწილება  (10წთ) (დანართი 1);
როლის გათამაშება  (5 წთ).  (დანართი 2:    ვიდეო მასალა);
ამოცანის ამოხსნა განტოლების გამოყენებით  ( 5წთ);
განტოლებების  ამოხსნა   სხვადასხვა   უცნობი  კომპონენტების  (შესაკრები, საკლები,  მაკლები, თანამამრავლი,  გასაყოფი,   გამყოფი)  შემთხვევაში( 2-2 წთ. სულ  10 წთ). (  დანართი 3);
შეჯამება  (2 წთ).
საშინაო დავალება (1 წთ);




                             




No comments:

Post a Comment